ჩვენ ვაგებთ გზებს!

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სხვა თანამდებობის პირებთან ერთად სოფელ კორბოულში იმყოფებოდა. აქ მან ჩონთოს დასახლებაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯთბ გოლდენ ეიჯ" სახელშეკრულებო თანხით 137 513 ლარად ასრულებს.

ჩონთოს არსებობის მანძილზე გზა არ ჰქონია. ზამთრობით აღნიშნული მონაკვეთი გაუვალი ხდებოდა. აღნიშნული გზა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურის განვითარება ჩონთოს მსგავსად სხვა სოფლებშიც გრძელდება.

The Mayor of Sachkhere Municipality, Benjamin Palavandishvili, visited the village of Korbouli along with other officials within the monitoring of the projects. Here he visited rehabilitation works in the Chonto settlement.The rehabilitation of the road is performed by LTD JTG Golden Elig LLC with a contractual amount of 137 513 GEL.
There was no way of Chonto. This section of winter was impassable. This road is vital for the population. Development of infrastructure continues in other villages like Chonto.