საპატრულო ექსპრესი უკვე საჩხერეში ემსახურება მოქალაქეებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესი უკვე საჩხერეშიც გასცემს მომსახურებას. ექსპრესი ივ.გომართელის ქუჩაზე დგას. მოქალაქეს აქ ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია 50-მდე სერვისით ისარგებლოს. მაგალითად ასეთი სერვისებია: ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციულ ქვითრებზე, ადმინისტრაციული ქვითრის გასაჩივრება, ნებართვები არაგაბარიტული ტვირთის გადატანაზე, ასევე ცნობების გაცემა მართვის უფლებასთან დაკავშირებით და დარჩენილი ქულების რაოდენობის განსაზღვრა. საპატრულოს ექსპრესი საჩხერეში 25 დეკემბრის ჩათვლით დარჩება.