ჩაერთე შენი სოფლის აღორძინებაში!

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამა წლის თებერვლის თვიდან დაიწყება. შეხვედრების მიზანი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევაა; აღნიშნულ პროგრამას კი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანასებს.
სოფლის საერთო კრებებზე მოქალაქეები სოფლის საჭიროებებს დააყენებენ დღის წესრიგში. ხმათა უმრავლესობით გადაწყდება რომელ სოფელში, რომელი პროექტია პრიორიტეტული. საჩხერეს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 672 000 ლარი გამოეყო.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის N-53174 ბრძანების მიხედვით, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს, ასევე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაევალათ მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება და მათი კონსულტირება საპროექტო წინადადებების შემუშავების პროცესში. საპროექტო წინადადებების მიღება 31 იანვრამდეა შესაძლებელი.