
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების დასახმარებლად კიდევ 9 225 ლარი გამოყო. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებისა და ოქმი N36-ის მიხედვით:
ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლით 14 მოქალაქეზე გაიცა 6 775 ლარი;
განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით დაკმაყოფილდა 2 ბენეფიციარი და გაიცა 450 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ერთ პირს გამოეყო ერთჯერადი დახმარების სახით 150 ლარი;
სამი მარტოხელა დედის დასახმარებლად 450 ლარი გამოიყო;
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებუ 3 პირს გაეწია დახმარება სულ 600 ლარის ოდენობით;
მრავალშვილიან 4 ოჯახს გამოეყო 800 ლარი;
მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.