სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაცია ტარდება

#გამართულისასკოლოინფრასტრუქტურა

 ახალი სასწავლო წლის დაწყებას საჩხერის მუნიციპალიტეტის 32 სკოლა გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამ ეტაპისთვის შეცვლილია ონკანები, პირსაბანები, დაისვა ახალი კარები, საპირაფარეშოები დამონტჟდა და შეიცვალა მოწყობილობები.

საჭიროებისამებრ განახლდა ჭერი, დამონტაჟდა გარე განათებები, მოპირკეთდა სველი წერტილების იატაკი.

სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგნლებთან ერთად.