
სოფელ მერჯევის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 037 825 ლარია. (იხილეთ ლინკი: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=363116&lang=ge) 2020-2021 სასწავლო წელს მერჯევის სკოლის მოსწავლეები, დროებით, გორისის საჯარო სკოლაში განაგრძობენ სწავლას. მოსწავლეთა ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ტრანსპორტით.