თვითმმართველობის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

#ქვეყნისღირსეულითაობა

#საჩხერისწარმატებულიმომავალი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტუდენტებს შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში მოუწყვეს.

209 სტუდენტი, რომელთა შორის 50-ზე მეტმა, მათ შორის ექვსი 100 %-იანი გრანტის მფლობელია, სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობენ სწავლას.

,,თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. თქვენი წარმატებული სტუდენტობა, რომელიც საფუძვლად დაედება თქვენს პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, ქვეყნის აღმშენებლობის აუცილებლობას წარმოადგენს. ის პასუხისმგებლობა. რომელიც საკუთარი ოჯახის, საჩხერისა და სამშობლოს წინაშე გაქვთ, ღირსეულად შეგესრულებიოთ. ვიმედოვნებ თქვენი შრომა-საქმიანობა საჩხერეში განხორციელდება. თქვენს მიერ მიღებული განათლება ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას მოხმარდება“-ასე მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა. ასევე წარმატებები უსურვეს სტუდენტებს საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა, რესურსცენტრის ხელმძრვანელმა ცისმარი მაჭარაშვილმა, მუზეუმის თანამშრომლებმა ლეილა ზაბახიძემ და კლარა მაჭარაშვილმა.

მუზეუმის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს აკაკი წერეთლის მუზეუმი დაათვალიერების და აკაკის ღირსეულ შთამომავლებად ცხოვრება უსურვეს.

თავის მხრივ სტუდენტებმა, რომელთა შორის მომავალი ექიმები, ეკონომისტები, იურისტები, ფილოლოგები, ჟურნალისტები არიან, მადლობა გადაუხადეს თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვედრისათვის და სიმბოლური საჩუქრებისთვის.