
მერჯევში რკინა-ბეტონის საფარი იგება
#ინფრასტრუქტურა2020 #გზაყველასოფელს
საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მერჯევში რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა. გზა, რომელიც დასრულების შემდეგ 1700 მეტრი იქნება, ცენტრალური მაგისტრალიდან მერჯევის საჯარო სკოლის გავლით, სამების ეკლესიამდე მოეწყობა. პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი და საქართველოს რეგიონებში განასახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.