თბილისში მოცურავეებს შორის საქართველოს ღია პირველობა გაიმართა

23 – 24 ივნისს თბილისში კადეტთა შორის საქართველოს ღია პირველობა გაიმართა. შეჯიბრში საჩხერის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზის მოცურავეებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

ჩვენმა სპორტსმენებმა შეჯიბრში 7 საპრიზო ადგილი: 1 - I, 2 - II და 4- III ადგილი მოიპოვეს. ადგილები ასე გადანაწილდა:

1. კირვალიძე თამარი 50მ თ/ყ - I ადგილი
2. გოგოლაძე გვანცა 4#50მ კომბ/ესტაფეტა - III ადგილი
3. გოგოლაძე ლუკა 100 მ ბატერფლაი - III ადგილი
4. გოგოლაძე ლუკა 100მ გ/ც - III ადგილი
5. ცინაძე ლუკა 100მ ბრასი - II ადგილი
ცინაძე ლუკა 200მ კომპლექსი - II ადგილი
6. ცინაძე ლუკა 400მ კომპლექსი - III ადგილი