მერჯევი-საირხის დამაკავშირებელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა

სოფლების - მერჯევისა და საირხის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ 1 100 მ/სიგრძის გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. 1 800 მეტრზე რკინა-ბეტონის საფარი უკვე მოეწყო.

აღნიშნული პროექტი გარდამავალია და სოფელ ჭორვილამდე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, საერთო ჯამში რკინა-ბეტონის საფარი 5 კმ-ზე დაიგება. სამუშაოს ინდმეწარმე მურმან ტოგონიძე 814 391 ლარად ასრულებს.

მიმდინარე სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება.