სოფელ ჯალაურთაში გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სოფელ ჯალაურთაში ხვედელიძეების, ბუღაძეებისა და ცარციძეების საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა. ცარციძეების უბანში გზა ორ მონაკვეთად რეაბილიტირდა, რკინა-ბეტონი 160 მ/სიგრძის გზაზე დაიგო. სამივე მონაკვეთზე დაგებული ბეტონის სიგრძე 373 მ-ს აღწევს. აღნიშნული პროექტები სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაფინანსდა.