სარეკში სკვერი შენდება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში სკვერის მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის მოწყობა, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა, ძელსკამებისა და გარეგანათების დამონტაჟება. ხელშეკრულების პირობების თანახმად სამშენებლო სამუშაო მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს დასრულდება.