საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

#საჩხერე_2018
#საზოგადოებრივი_ცენტრი_უკე თ_მომსახურებისთვის
ქ. საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ახლად აგებული ცენტრი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ ბავშვებთან ერთად გახსნეს. მინისტრის განცხადებით ცენტრში 200-ზე მომსახურების მიღება მოხდება, ასევე შესაძლებელია უფასო ინტერნეტით, კომპიუტერებითა და ბიბლიოთეკით სარგებლობა. განხვავებული სერვისი, რაც საზოგადოებრივ ცენტრს საჩხერეში დაემატა - ეს პრობაციის ოფიცრის მომსახურებაა. 

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი და ვიქტორინა-კონკურსი, გამარჯვებულები სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, ასევე თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფელ კორბოულის საზოგადოებრივი ცენტრის შემდეგ ეს რიგით მეორე ცენტრია, დღეის მონაცემებით საქართველოში სულ 57 ცენტრი ფუნქციონირებს, ექვსი კი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უახლოეს ხანში გაიხსნება.