საჩხერლობა 2018

სახალხო დღესასწაული ,,საჩხერლობა 2018“ გრანდიოზული ღონისძიებებით აღინიშნა. ქ. საჩხერეში, წერეთლის ქუჩაზე, ახლადაშენებულ სკვერში ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის მემორიალი საზეიმო ვითარებაში გახსნეს: საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა და ოსკარ შინდლერის აკადემიის რექტორმა მაქს მეიერ შავიტმა. შეკრებილ საზოგადოებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი მიესალმა და ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრობაზე, ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და სიყვარულზე ისაუბრა.

რკინიგზის მოედანი ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით იყო დატვირთული.

აკაკი წერეთლის სახელობის სკვერში მგოსნის ძეგლი გვირგვინით შეიმკო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრებთან ერთად  ერთობლივად ჩაეთვნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც ,,საჩერლობა 2018“-ის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა შემოდგომის ზეიმი, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა ეთნოგრაფიული კუთხეები წარმოადგინეს. გაიმართა იმერული ღვინის, ადგილობრივი სოფლის ნობათის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. მუზეუმების, სამხედრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენა.   ნორჩმა მხატვრებმა და რეწვის ოსტატებმა ნამუშევრები წარუდგინეს დამთვალიერებლებს, ლუდის ფესტივალი ლუდის მოყვარულებს მასპინძლობდა.

,,საჩხერლობა 2018“, განსაკუთრებულად სპორტული ღონისძიებების სიახლით იყო გამორჩეული. გაიმართა: სამოყვარულო სპორტული თამაშობები მკლავჭიდში, ნარდსა და ჭადრაკში; ღია პირველობა ქართულ ჭიდაობაში ,,ბაში-აჩუკის“ თასზე;  საფეხბურთო კლუბმა ,,ჩიხურამ“ 80 წლის იუბილე შთამბეჭდავი ფოტო-გამოფენით, ხოლო ლაშა ტალახაძის სახელობის დარბაზმა სპორტული სანახაობა ,,მომავალი ჩემპიონები ფიცარნაგზე“ წარმოადგინეს. ცოცხალი ქანდაკებები, ანიმატორები, ნიღბების თეატრის მსახიობები მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ქუჩებში მოძრაობდნენ. პერფორმანსმა ,,ძველი საჩხერე“ და ტურისტულმა აქციამ ,,აღმოაჩინე საჩხერე“ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ადგილობრივმა ანსამბლებმა შემოქმედებითი კონცერტი წარმოადგინეს. დასკვნით კონცერტზე საპატიო მოქალაქეები დასახელდნენ: ცირა გვირგვლიანი-დამსახურებული პედიატრი, ზურაბ ხარშილაძე-რაგბისტი, სარაგბო კლუბ ,,ჯრუჭის“ მთავარი მწვრთნელი, ნუგზარ (ვალერიანო) გამგებელი-მსოფლიო ტენორი. მადლობის სიგელები გადაეცათ; საჩხერის მეორე საჯარი სკოლის მასწავლებელს ელისო აბრაიშვილსა და საფეხბურთო კლუბ ,,ჩიხურას“, თავიან სფეროში  მიღწეული წარმატებებისათვის. საპატიო სიგელი გადაეცა მხატვარ ბესო კუსიანს, რომელიც ქართველთა და ებრაელათა მეგობროის მემორიალის ავტორია.

 საზეიმო ღონისძიებას ჭიათურა საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, იმერეთში სახელმწიფო-რწმუნებული გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,საჩხერლობა 2018“ საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.