სავანლობა 2018

#სახალხოდღესასწაული

#სავანლობა2018

აკაკი წერეთლის ძიძისეულმა სოფელმა სავანემ სახალხო დღესასწაულს ,,სავანლობა 2018“-ს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. ანსამბლი ,,ციცინათელა“ და ,,საწერეთლო“, სავანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით შეხვდნენ სტუმრებს. ძირითადი ღონისძიება აკაკი წერეთლის ძიძისეულ კარმიდამოში გაიმართა. გამოვლინდნენ ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები, რომლებთაც პრიზები იმერეთის მხარეში რწმუნებულ-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ გადასცეს. ხელნაკეთმა ნივთებმა, ახალგაზრდა მხატვრისა და ქართულმა ღვინის გამოფენამ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ძიძისეულ ეზოში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასა და მოწვეულ სტუმრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი მიესალმენ. ,,სავანლობა 2018“ სავანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და შემოქმედებითმა კოლექტივებმა კონცერტით გაალამაზეს.