წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 59 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა კომპიუტერები იმერეთის მასტაბით 289 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცა. 

სულ ქვეყანაში 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ქალაქ ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა.