შშმ პირები დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთვებიან

დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის ხელმძღვანელობამ საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მიზანი ახალი პროექტის წარდგენა იყო, რომელიც აკადემიაში დაინერგა.

აკადემიის რექტორმა პროფესორმა ნანა ჯიქიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აკადემიაში სწავლების ახლად დანერგილი მეთოდის - დისტანციური სწავლების შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა - დისტანციურ სწავლებაში საჩხერის, ჭიათურის, ბათუმის, ქობულეთის და გორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 150-მდე შშმ პირი ჩაერთვება. 

შეხვედრა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები, შშმ პირები და აღნიშნული სასწავლო პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.