დაპირებული უპრეცენდენტო პროექტების განხორციელება დაიწყო

#საჩხერე_2018
#მეტიინფრასტრუქტურა_მეტიგანვითარებისთვის

საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წლის ბოლოსაც აქტიურ ფაზაშია. საქართველოს პარლამენტში საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის და ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით უპრეცენდენტო პროექტების განხორციელება დაიწყო. 

1. საუკუნის პროექტად შეფასებული საჩხერე-ონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება!

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ქვემოხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. სამუშაოები აღნიშნული გზის ორ მონაკვეთზე შესრულდება. გზის ერთი მონაკვეთი მდინარე ჯრუჭულის ხიდიდან 7 700 მ-ზე რეაბილიტირდება და მისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 22 025 955 ლარია, ხოლო მეორე მონაკვეთი ონიდან საჩხერის მიმართულებით 5 019 მეტრზე რეაბილიტირდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 215 590 ლარს შეადგენს.

2. მეორე უდიდესი პროექტი ეს ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების სასმელი წყლით მომარაგებაა!

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნულ პროექტზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 006 300 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სასმელი წყლით ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები: პერევი, ჯრია, ჭურნალი, დარყა, სპეთი, ჭალა და ღონა მომარაგდება. თანხა საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის ფარგლებში გამოყო.

3. აღმაშენებლის ქუჩაზე მდინარე ყვირილის ნაპირსამაგრი კედელი მოეწყობა!

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ საჩხერეში საფეხმავლო ხიდის ქვემოთ მდინარე ყვირილის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 012 245 ლარია. პროექტის ძირითადი სამუშაო საფეხმავლო ხიდის ქვემოთ აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ მდინარე ყვირილის რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედლის მოწყობაა.

4. 400 000 ლარის ღირებულების 22 პროექტზე ტენდერები გამოცხადდა!

დღეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ 400 000 ლარის ღირებულების 22 პროექტის განხორციელებისთვის ტენდერები გამოაცხადა. აღნიშნული პროექტებია: 
სოფელ სხვიტორში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა - 46 647 ლარი;
სოფელ ჩიხაში საჯარო სკოლიდან იაკობაშვილების უბნის მიმართულებით რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა - 45 300 ლარი;
სოფელ ზედა ორღულში და ჭალაში რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა - 46 497 ლარი;
სოფელ ჩიხაში და ზედა ორღულში რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა - 45 333 ლარი;
სოფელ ზედა და ქვედა ორღულში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა - 48 464 ლარი;
სოფელ ზედა და ქვედა ორღულში რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა - 49 419 ლარი;
სოფელ სხვიტორში და ქვედა ორღულში სანიაღვრე არხის მოწყობა და სოფელ მახათაურში ხიდ-ბოგირის მოწყობა - 14 398 ლარი;
სოფელ ჩიხის საუბნო გზის რეაბილიტაცია - 20 420 ლარი;
სოფელ სხვიტორში, ქვემოხევსა და ჭორვილაში რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა - 38 859 ლარი;
სოფელ სარეკსა და ბაჯითში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა - 44 590 ლარი;
პროექტების განხორციელებისთვის.

5. ჭალა-ორღულში სარწყავი სისტემა მოეწყობა!

შპს საქართველოს მელიორაციამ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჭალა-ორღულის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციისთვის (I ეტაპი) ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 196 577 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - განსაკუთრებით გზებისა და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის პრიორიტეტია.