სარეკში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაო დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა: სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება, სკვერის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა, ძელსკამებისა და გარეგანათების დამონტაჟება, გამწვანება...

სკვერისა და მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის 89 500 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.