საჩხერე-ონის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საჩხერე-ქვემოხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 3 დეკემბერს დასრულდება.

სამუშაოები აღნიშნული გზის ორ მონაკვეთზე შესრულდება. გზის ერთი მონაკვეთი მდინარე ჯრუჭულის ხიდიდან 7 700 მ-ზე რეაბილიტირდება და მისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 22 025 955 ლარი, ხოლო მეორე მონაკვეთი ონიდან საჩხერის მიმართულებით 5 019 მეტრზე რეაბილიტირდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 215 590 ლარია.

პირობების თანახმად შესრულებული სამუშაოს მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეს შეადგენს.