ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის წარდგენა გაიმართა

საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის წარდგენა გაიმართა.

აღნიშნული ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების სამუშაო და საპარტნიორო ჯგუფის წევრებისთვის გაიმართა.

მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა და პროექტის LED ოფიცერმა ბორის მეცხოვრიშვილმა ჯგუფის წევრებს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა გააცნო და ახალი ინიციატივებისთვის მზაობა გამოხატა.

აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და მიზნად მათ მიერ შერჩეული პროექტის დაფინანსებას ისახავს.