გიორგი ასანიძის სახელობის ტურნირი ძალოსნობაში დასრულდა

ქ. საჩხერეში ლაშა ტალახაძის სახელობის ძალოსნობის დარბაზში შეჯიბრი დასრულდა.

გიორგი ასანიძის ტურნირი ძალოსნობაში 17 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამოცდაათმა წარმომადგენლმა მიიღო.

გამარჯვებულები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ:

45 კგ:
გიგა ოდიკაძე (ხაშური) – 49, 59, 108
გოგა ჯაჯვანი (ზუგდიდი) – 49, 56, 105
მანუჩარ ყიფშიძე (ჭიათურა) – 40, 50, 90

50 კგ:
გიორგი ხარაზიშვილი (ხაშური) – 52, 70, 122
დავით კირვალიძე (საჩხერე) – 40,51, 91
საბა მაჭარაშვილი (საჩხერე) – 28,38, 66

55 კგ:
ვასო ადეიშვილი (ქუთაისი) – 71, 75, 146
ლევან კვანტალიანი (ხონი) – 38, 45, 83
ზაურ კალანდია (ხონი) – 35, 45, 80

61 კგ:
გიორგი ხარაზიშვილი (ხაშური ოლ.ცენტრ) – 87,110,197
თორნიკე ლომთაძე (ქუთაისი) – 84, 100, 184
ანდრია კილაძე (ხაშური) – 80,92,172

67 კგ:
გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) – 117, 149, 266
სანდრო ჭიჭაღუა (ზუგდიდი) – 90,112,202
ნიკოლოზ ესართია (ზუგდიდი) – 75,103, 178

73 კგ.
არჩილ მალაყმაძე (ოლიმპ.მზად.ცენტრი.ხელვაჩა ური) – 133,155,288
ბონდო კილაძე (ხაშური) – 104,122, 226
სანდრო ღარიბაშვილი (დუშეთი) – 103, 122, 225

81 კგ.
ლომია თებიძე (ოლიმპ. ცენტრ. ხელვაჩაური) – 135, 171, 306;
მანუჩარ გოგოხია (ოლიმპ. ცენტრ. ზუგდიდი) – 123, 148, 271
ლუკა ქაშიბაძე (წყალტუბო) - 107, 140, 247;

89 კგ.
ედუარდ კაკაბაძე (ქუთაისი) – 133, 160, 293;
საბა ანთაური (ოლიმპ. ცენტრი თბილისი) – 111, 142, 253;
დავით ბერიშვილი (საჩხერე) 117, 134, 251;

96 კგ.
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 140, 170, 310;
ირაკლი გაბაძე (საჩხერე) – 115, 145, 260;
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 102, 115, 217;

+96 კგ.
აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - 143, 178, 321;
ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 120, 147, 267;
ვანო ქაზუმაშვილი (ოლიმპ. ცენტრი დუშეთი) – 108, 140, 248;

სინკლერი:
ლომია თებიძე (ოლიმპ. ცენტრი. ხელვაჩაური);
არჩილ მალაყმაძე (ოლიმპიური ცენტრი. ხელვაჩაური);
გურამი გიორბელიძე (ქუთაისი);

გამარჯვებულებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოსგან, ასევე ძალოსნობის დარბაზის, ფონდი "ჩემპიონი"-სა და კომპანია ლიდერბეთისგან თასები და დიპლომები გადაეცათ. გიორგი ასანიძემ ლომია თებიძე, არჩილ მალაყმაძე და გურამ გიორბელიძე ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

შეჯიბრს საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ძალოსნობის გულშემატკივრები ესწრებოდნენ.