საჩხერეში ანსამბლ "მოდინახე"-ს სოლო კონცერტი გაიმართა

ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრში ფოლკლორული ანსამბლ "მოდინახე"-ს (ხელმძღვანელი დავით აბრამიშვილი) სოლო კონცერტი გაიმართა. 

კონცერტის განმავლობაში ოცამდე ხალხური სიმღერა შესრულდა, მათ შორის მაყრული, მეგრული ვახტანგური, ალილო, მასპინძელსა მხიარულსა, ჭონა და სხვა. სიმღერები ხელმძღვანელის მიერ საარქივო ფონოჩანაწერებში იქნა მოძიებულ და შემდეგ ანსამბლის წევრებთან ერთად აღდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 12 დეკემბერს კულტურის ცენტრში დაგეგმილია საჩხერის სალოტბარო სკოლის საზეიმო გახსნა, რომელშიც მონაწილეობას სალოტბარო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი მიიღებს.