საერთაშორისო კონკურსში პატარა მოცეკვავეებმა წარმატებას მიაღწიეს

თბილისში დიდუბე პლაზაში სამეჯლისო -სპორტული ცეკვების საერთაშორისო კონკურსი გაიმართა.

კონკურსში საქართველოს, უკრაინის, საბერძნეთის, ისრაელის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საჩხერის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული სპორტული და სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი სტუდია "ელეგანტის" პატარა მოცეკვავეებმა მარიამ ყაველაშვილმა II საპრიზო ადგილი, ხოლო ლიზი ქიმაძემ III საპრიზო ადგილი დაიკავა. (ხელმძღვანელი გურანდა ბაზღაძე)

გამარჯვებულები მედლებით და სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.