მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ლიტერატურული საღამო გაიმართა

საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ლიტერატურული საღამო გაიმართა.

პოეტები იოსებ მაჭარაშვილი და ნინო მარიამიშვილი-რევაზიშვილი საჩხერელი მკითხველის წინაშე ახალი წიგნებით წარსდგნენ, ხოლო სტუდია "თაობა +"-ის წევრებმა მსმენელს პოეტების შემოქმედება გააცნეს.

საღამოს ორგანიზატორები ხათუნა აბრამიშვილი და ფიქრია ლომიძე შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებში გაწეული ღვაწლისთვის 
საერთაშორისო ლიტერატურული ცენტრი "რუბიკონი"- ს ხელმძღვანელობისგან მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ოფიციალური პირები და თანამედროვე ქართული პოეზიის სხვა მოყვარულები ესწრებოდნენ.