#სოციალურიაქციაგრძელდება #ერთადერთმანეთისთვის

სოციალური აქცია „საჩხერლები საჩხერლებისთვის“ გრძელდება! შემოწირულობების მიღება კვლავ მიმდინარეობს. ამ დროისთვის შემოწირულობა გაიღეს ინდ. მეწარმე ნიკოლოზ აბრამიშვილმა და შ.პ.ს „ლუკა და მირიამ“-მა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უცხადებს აღნიშნულ მეწარმეებს და ყველა ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო სოციალურ აქციაში. შეგახსენებთ, რომ შემოწირული პროდუქტი საახალწლოდ იმ ოჯახებს დაურიგდებათ ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება! დავდგეთ ერთად ერთმანეთისთვის!