ჟიურიმ "ნაძვის ხის"კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

საგანგებოდ შექმნილმა ჟიურიმ - რომლის შემადგენლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, მერის მოადგილე ოთარ ომიაძე და დიზაინერი ნინი ჩუბინიძე შედიოდნენ - ნაძვის ხის კონკურის გამარჯვებულები გამოავლინა.

კონკურსი წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ათეულობით კონკურსანტმა მიიღო. მონაწილეებმა თექის, ხის, ქსოვილის და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული დიდი და ჯუჯა ნაძვის ხეების მრავალფეროვანი ნიმუშები წარმოადგინეს.

ჟიურის შეფასების შედეგად ორივე კატეგორიაში ორ-ორი გამარჯვებული გამოვლინდა. დიდ ნაძვის ხეებში საუკეთესოდ ნინი სვიმონიშვილის და ირინა გოგატიშვილის, ხოლო ჯუჯა ნაძვის ხეებში ნანა ნოზაძისა და მადონა შაორშაძის ნამუშევრები დასახელდა. მუნიციპალიტეტის თვითმართველობისგან თითოულ მათგანს დიპლომები და ფულადი პრიზები - 150 და 100 ლარის ოდენობით - გადაეცათ.