საახალწლო მილოცვა

ძვირფასო თანამემამულენო!
დამდეგი 2019 წელი ხვავითა და ბარაქით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ყოფილიყოს სრულიად საქართველოსათვის, საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. მშვიდობას, წინსვლას, კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს ოჯახებს.

ახალ 2019 წელს ვულოცავ ჩვენი მუნიციპალიტეტის სპორტის, ხელოვნების, მედიცინის, სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს, ბაღის აღსაზრდელებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, სამხედროებს, მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და ემიგრანტ ჩვენს თანამემამულეებს, სასულიერო პირებს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს-ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობს. 2018 წელს მრავალი პროექტები განხორციელდა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობისთვის. ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, გაგვეუმჯობესებინა, დაგვეწყო სამომავლო პროექტები.

მადლობას გიხდით თანადგომისათვის, თანამშრომლობისათვის, გულსხმიერებისათვის და თუნდაც კრიტიკული დამოკიდებულებისათვის, რომლის გარეშეც ჩვენი მუშაობა ეფექტური ვერ იქნებოდა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით საჩხერის გასული წლის ისტორია თავისი მიღწევებით, წარმატებებით, აღმშენებლობით და პოლიტიკური გამარჯვებებით.

გპირდებით, რომ 2019 წელი იქნება კიდევ უფრო მეტად აღმავლობის და წარმატების წელი. ოპტიმიზმი, წინსვლა, სამშობლოსათვის ბრძოლის უნარი არ მოგვიშალოს ღმერთმა. ყველა საახალწლო სურვილი აგვსრულებოდეს და ყველას ერთად გვეცხოვროს ბედნიერ, გამთლიანებულ და გაძლიერებულ საქართველოში.

პატივისცემით, 
ბენიამენ ფალავანდიშვილი
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი