ახალი წლის მილოცვა სოფელ პერევში

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ პერევში სოციალურად დაუცველ მაკასარაშვილების 8 სულიან ოჯახს ახალი წელი მიულოცა. მაკასარაშვუილების ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგიონში ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს. ოჯახს საახალწლო ნობათი, პატარებს კი სათამაშოები და საჩუქრები გადასცეს.