2018 წლის წარმატებული ნომინანტები

ობოლა ციმაკურიძის საჩხერის კულტურის ცენტრში სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო მუშაკების გამოვლენა და დაჯილდოვება გაიმართა. წლის ჯარისკაცი-რაჯი ბერიძე, მედიკოსი-ნათელა გაჩეჩილაძე, წლის პოლიციელი-ზვიად ტაბატაძე, პედაგოგი-ელისო აბრამიშვილი, კულტურის მუშაკი-ზურაბ თურმანიძე, წლის ახალგაზრდა-ვასილ კიპაროიძე, მერიის საჯარო მოხელე-ქეთევან მაჭარაშვილი, საკრებულოს საჯარო მოხელე-ნონა კობერიძე, სკოლამდელი დაწესებულების მუშაკი-ნინო კაპანაძე, წლის სპორტსმენი-ლაშა ტალახაძე, მაშველი-ელგუჯა ივანაშვილი, ქალაქის ქომაგი-ზურაბ მეცხვარიშვილი. პრიზი გადეცა ასევე, საფეხბურთო კლუბ ,,ჩიხურას“ ფეხბურთელს ლაშა ჩიკვაიძეს.

ღონისძიება ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით იყო წარმოდგენილი. დამსწრე საზოგადოებას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევენ ივანაშვილმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.