ალილო

#ალილო

#გილოცავთქრისტესშობას

7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს შობას ზეიმობს. საჩხერის წმინდა ნინოს საკათედრო ტაძრიდან, სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად და შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს. ალილოს მონაწილეებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები შეუერთდნენ და სასაჩუქრე ნობათები გადასცეს.