საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება განახლდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება განახლდა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსაზღვრულია 336 000 ლარის გამოყოფა. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის და მოსახლეობასთან კონსულტაციების მიზნით საერთო კრებები ჩატარდება, სადაც მოხდება მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განხილვა და პრიორიტეტულის გამოვლენა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა თითოეულ მაცხოვრებელს მოგმართავთ თხოვნით - მაქსიმალურად ჩაერთოთ წინადადების ინიცირებაში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მთლიანი თანხა განსაზღვრულია ყველა სოფლისთვის, ამიტომ ამ ეტაპზე მასშტაბური პროექტები ვერ განხორციელედება.

აღნიშნულზე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გასაცნობად, საპროექტო წინადადებების სპეციალურ ფორმის მისაღებად და შემდეგ, შევსებული ფორმის ჩასაბარებლად გთხოვთ, მიბრძანდეთ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობაში 9-დან 18 საათამდე 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით.