პატრიარქი იუბილარია!

პატრიარქი იუბილარია!

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი – მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა - იუბილარია, დღეს იგი 86 წლის გახდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

პატრიარქად 1977 წელს, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.