ქუთაისში სასკოლო თეატრალური ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქუთაისში სასკოლო თეატრალური ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც ხუთი მუნიციპალიტეტიდან შვიდი სასკოლო თეატრალური დასი იქნა წარდგენილი:
1. მერჯევი (იმერეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი); 
2. ლატალი (სამეგრელო-ზემო სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი); 
3.ხელედი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი); 
4. ნახიდური (ქვემო ქართლი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი); 
5. ზედა სიმონეთი (იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი); 
6. ძევრი (იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი); 
7. ჩხარი (იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი);

ფესტივალზე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით გაიმართა, მერჯევის საჯარო სკოლის სამსახიობო გუნდმა სპექტაკლი "ბუტიაობა" აჩვენა. (რეჟისორი გიორგი მეტონიძე).

ჟიურის რჩეული მსახიობი ვაჟი - ვანო მაჭარაშვილი (მერჯევის საჯარო სკოლა), ორგანიზატორების რჩეული მსახიობი ბავშვი სოფო ლიპარტელიანი (მერჯევის საჯარო სკოლა), ხოლო ფესტივალის ერთ-ერთი რჩეული რეჟისორი გიორგი მეტონიძე გახდა.