"ტამიფლუ" უფასოდ გაიცემა

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტამიფლუს უფასოდ გასცემს.

მუნიციპალიტეტებში არსებულ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს H1N1 ვირუსის (ე.წ. ღორის გრიპი) საწინააღმდეგო პრეპარატი ტამიფლუ უფასოდ და შეუზღუდავი რაოდენობით გადაეცა.

პრეპარატი მხოლოდ ოჯახის ექიმის რეკომენდაციით და სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №100-ის (ც ნ ო ბ ა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) წარდგენის შემდეგ გაიცემა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.