17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განკარგულებით - საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.