დასუფთავების აქციები გრძელდება

საჩხერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციებს სისტემატური ხასიათი აქვს.

ა.ი.პ."ზურმუხტი"-ს წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ორი მასშტაბური აქცია განახორციელეს: ქ. საჩხერის შემოსასვლელიდან რკინიგზის სადგურის, საფეხმავლო და საავტომობილო ხიდებისა და გომართელის ქუჩის მიმართულებით, ასევე საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლიდან მერჯევის მიმართულებით.

გაიწმინდა როგორც სანიაღვრე არხები, ასევე ქუჩებისა და კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები.