მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3 -ის მენეჯერი გიორგი თვალიაშვილი და ბიზნეს განვითარების სპეციალისტი/მობილიზატორი ნინო მძინარაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილს, კორბოულსა და ჭალოვანში მერის წარმომადგენლებს ესტუმრნენ და 2019 წელს განსახორციელებელ იდებზე ესაუბრნენ. ასოციაცია ,,ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდას. პროექტი ხორციელდება გარდაბანის, მცხეთის, კასპის, გორის ,ქარელის, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების 56 სოფელსა და 4 იძულებით გადაადგილებული პირთა დასახლებაში. პროექტი: „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში და ხორციელდება დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტის გასწვრივ მდებარე სოფლებში. კორბოულის, შომახეთის, ნიგვზარისა და ხვანის მოსახლეობას შეუძლია აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში. განაცხადებების მიღება დაწყებულია და მიმდინარე წლის 18 თებერვალს დასრულდება. დაზუსტებული ინფორმაცია განაცხადის შევსებასა და სხვა პროცედურებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.elkana.org.ge. 2018 წელს 5 ბიზნეს იდეა დაფინანსდა კორბოულში, შომახეთსა და ნიგვზარაში.