ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 18 იანვრის N16-ე განკარგულებით მოსახლეობაში წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცდა საქართველოს მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებები.
1. 1-დან 19 წლამდე არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების ვაქცინაცია იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;
2. 19-სა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად;

წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობენ დადასტურებულ ინფორმაციას - არიან თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად ამბულატორიას ან პოლიკლინიკას უნდა მიმართონ.

ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით საჩხერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ლალი ტაბატაძეს ნომერზე 577 13 50 52