საგანგებო თათბირი წითელას პრევენციას მიეძღვნა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის კაბინეტში გამართული საგანგებო თათბირი წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს ნიეძღვნა.

მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საბავშვო ბაღებისა და მერიის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრის განკარგულება გააცნო, რომლის მიხედვითაც საქართველოს მასშტაბით ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები.
1. 1-დან 19 წლამდე არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების ვაქცინაცია იმუნიზაციის სტატუსის გათვალისწინებით;
2. 19-სა და უფროსი ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია იმუნიზაციის სტატუსის მიუხედავად;

მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობენ დადასტურებულ ინფორმაციას - არიან თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად ამბულატორიას ან პოლიკლინიკას უნდა მიმართონ.

ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით საჩხერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ლალი ტაბატაძეს ნომერზე 577 13 50 52