შეხვედრა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარებასთან დაკავშირებით

#სტრატეგიულიდაგეგმარება

მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანაშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება პროექტის ციკლის მართვაში-მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების ჩამოყალიბებაში, მხარდაჭერა პროექტების მართვაში და ა.შ.