სანდრო მიშველიძე იაპონიაში გამართულ კონკურსში დიპლომით დაჯილდოვდა

სოსო წერეთლის სახელობის საჩხერის სამხატვრო სკოლის მოსწავლემ სანდრო მიშველიძემ იაპონიაში გამართულ ხატვის საერთაშორისო კონკურსში საპატიო დიპლომი დაიმსახურა (პედაგოგი ია ნოზაძე).

კონკურსი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის - "იუნისეფის" ეგიდით გაიმართა და საერთაშორისო გარემოსდაცვით თემებს შეეხებოდა.