ახალი მანქანა სახანძრო-სამაშველო სამსახურს

საჩხერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან საჩუქრად ,,ივეკო ასტრას“ სახანძრო-სამაშველო მანქანა გადაეცა. ტექნიკა უახლესი მოდელია და ყველა თანამედროვე სტანდრატს აკმაყოფილებს. დღეის მდგომარეობით, საჩხერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 3 ერთეული მაღალი გამავლობის მანქანა ყავს და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, რაც საგანგებო სიტუაციების ნორმებით არის გათვალისწინებული.