სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

#,,სოფლისმხარდაჭერისპროგრამა“ 2019

#ჩემიხმა_ჩემისოფლისკეთილდღეობას

 

 

საჩხერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყო.

დღეს საერთო კრებები გაიმართა ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ზედა და ქვედა ორღულში, ხოლო-საკონსულტაციო შეხვედრა სოფელ ჩიხაში.

შეხვედრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი, მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ცისანა მაკასარაშვილი, ჩიხის თემის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ხვედელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

სოფელ ზედა ორღულში მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით განხორციელდება გოგი კესარელის სახლიდან ორღულის  წმინდა გიორგის ეკლესიამდე და სასფლაომდე მიმავალი გზის მოხრეშვა (ქვიშა ხრეშოვანი ნარევი 0,70 მმ ფრაქციით) და გრუნტის სანიაღვრე არხის ამოღება. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრულია 16 000 ლარი.

სოფელ ქვედა ორღულში გამოღმა ნადირაძეების უბანში მოეწყობა არსებული რკინა ბეტონის გზების შეერთება და ფოფხაძეების უბანში, გელა ფოფხაძის სახლის მიმდებარედ,  რკინაბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრულია 16 000 ლარი.

სოფელ ჩიხის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა, სადაც მოსახლეობამ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება განსახორციელებელ პროექტის შერჩევის თაობაზე. ხმათა უმრავლესობით ასეთი პროექტი გახდა ე.წ. რესტორან ,,წისქვილებთან“ არსებული საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია და ზეინკლიშვილების უბანში არსებულ ღელეზე ბოგირის მშენებლობა და არხის ამოწმენდა. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად განსაზღვრულია 20 000 ლარი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარე წლის  22 თებერვალს დასრულდება.