სოფლისმხარდაჭერა2019

სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭორვილაში, ჯალაურთასა და მოძვში საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს, რომლის მიზანი სოფელში განსახორციელებელი პროექტების კენჭისყრით გადაწყვეტაა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი და სხვა თანამდებობის პირების ესწრებოდნენ. 
სოფელ ჯალაურთაში მოსახლეობამ ოთხი პროექტი გადაწყვიტა:
1. ჯალაურთის საავტომობილო გზაზე 100 მეტრიან ბეტონის სანიაღვრე არხზე ცხაურის მოწყობა;
2. ბუღაძეების უბნის სარიტუალო დარბაზის გაზიფიცირება და ელექტროფიცირება;
3. ასანიძეების უბნის სარიტუალო დარბაზში სამაცივრე ოთახის მოწყობა;
4. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა 40 მმ-იანი ღორღით.
ოთხივე პროექტზე გამოყოფილის 20 000 ლარი.
სოფელ მოძვში მოქალაქეებმა ხმა მისცეს:
1. შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია-მოხრეშვას;
2. კრავიშვილეების უბანში მცირე ზომის მოსაცდელის აშენებას;
3. პირუტყვისთვის სასმელი წყლის ავზის მოწყობას.
სამივე პროექტზე გამოყოფილია 16 000 ლარი. 
სოფელი ჭორვილის მოსახლეობამ კენჭი უყარა ორ პროექტს. ესენია:
1. სოფელი ჭორვილის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის გასართობი ცენტრის მოწყობა;
2. ივანაშვილების უბანში დასასვენებელი სკვერის მოწყობა. 
ორივე პროექტზე გამოყოფილია 20 000 ლარი.