მეტიპროექტიმეტიგანვითარება

საჩხერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის დაფინანსება მიიღო შემდეგმა  პროექტმა. მათ შორისაა:

  1. არგვეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია - ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან
  2. „ჯრუჭის“ მონასტრის რეაბილიტაცია - მიმდინარეობს
  3. სოფელ არგვეთის კულტურის სახლის მშენებლობა - გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული
  4. ქ. საჩხერეში კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა - მიმდინარეობს სამუშაოები
  5. სოფელ საირხეში (მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე) საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა - გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული
  6. ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ქორეთის, კალვათის და პასიეთის საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა -გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული
  7. სოფელ ნიგვზარაში ხარაიშვილების უბანში საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა - ტენდერი გამოცხადდა
  8. სოფელ კორბოულში ძლევის წმ. გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა-ტენდერი გამოცხადდა
  9. ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები - ტენდერი გამოცხადებულია

10.  სოფლების ჯალაურთა-ბეგიაურის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია - ტენდერი გამოცხადებულია

11.  სოფლების გორისა-გამოღმა არგვეთი-სავანე-არგვეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაიცია - გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული

12.  სოფელ მოხვაში მისასვლელი გზის მშენებლობა - ტენდერი გამოცხადებულია

13.  გაღმა მთაში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები - მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან

14.  სოფელ ჭალის შემოვლითი გზის მოწყობა - ტენდერი გამოცხადებულია

15.  სოფელ დუნთის საავტომობილო გზის რკინა ბეტონის საფარის მოწყობა -ტენდერი გამოცხადდა

16.  კორბოულის ამინისტრაციულ ერთეულში შემავალი ჩონთოს დასახლების მისასვლელ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა - გამოცხადებულია ტენდერი

17.  სოფლების სხვიტორისა და ჩიხის დამაკავშირებელ გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა - გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული

18.  სოფელ ლიჩიდან სოფელ ღოდორის მოსაცდელამდე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა - ტენდერი გამოცხადდა

ზემოჩამოთვლილი პროექტების დაფინანსების წყარო  რეგიონული განვითარების პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტია. აქედან ადგილობრივ ბიუჯეტზე 5%, ხოლო რგპფ-ზე 95% მოდის.