რუსთაველისთეატრისაჩხერეში

საჩხერის ობოლა ციმაკურიძის სახელობის კულტურის სახლის სცენა 12-მა განრისხებულმა მამაკაცმა დაიკავა. რეჯინალდ როუზის ნაწარმოები, რობერტ სტურუას რეჟისორობით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა საჩხერელი მაყურებლისთვის გააცოცხლა. თორმეტ განრისხებულ მამაკაცს სცენაზე 12 ცნობილი მსახიობი თამაშობს.   სპექტაკლი თორმეტ ნაფიცმსაჯულს შეეხება, რომელთაც გადაწყვეტილება პატარა ბიჭუნას ბედზე უნდა მიიღონ. ვითარება სასამართლოში, ნაფიცმსაჯულთა ოთახში ხდება. განსხვავებული შეხედელებები, ხასიათი, სტერეოტიპები, ინდივიდუალიზმი და ადამიანთა ზედაპირული დამოკიდებულება აქ დიდი დოზითაა წარმოჩენილი. დამნაშავეა თუ უდანაშაულო? სანდოა თუ არა მოწმეთა ჩვენებები? კამათი მამაკაცთა შორის და ერთი ნაფიცი მსაჯულის წინააღმდეგობა დაუფიქრებელ განსჯას! პასუხისმგებლობის გათავისება და პატიოსნება!-აი რა არის ნაწარმოების მორალი.

სპექტაკლის დასასრულს მაყურებლის წინაშე გამოვიდა ხალხისთვის საყვარელი და დამსახურებული რეჟსორი რობერტ სტურუა. დარბაზი ოვაციებს არ მალავდა. სპექტაკლს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რუსთაველის თეატრის დასი საჩხერეს დღეს დატოვებს.