ჩვენვზრუნავთჩვენსმოქალაქეებზე

მოქალაქეების დასახმარებლად მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ 21 763 ლარი გამოჰყო! ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა და 48 ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნა განიხილა. დადებითად გადაწყდა 46 განცხადება. ავადმყოფთა სოციალურად დაცვის მუხლიდან დაკმაყოფილდა 36 მოქალაქე და მასზე გაიცა 20254 ლარი; ეპილეფსიის პროგრამაში ჩაერთო 4 ბენეფიციარი; განსაკუთრებული შემთხვევების მუხლიდან გაიცა 1 309 ლარი და დაკმაყოფილდა 5 მოქალაქე; დახმარება გაეწია ერთ ვეტარანს და გადაეცა ერთჯერადი 200 ლარი; ხსენებული ჯგუფი მოქალაქეთა დასახმარებლად მერმამენტულად იკრიბება.