საქველმოქმედო აქცია პერევსა და ჯრიაში

#სიკეთეგადამდებია

#ერთად_ერთმანეთისთვის

ქველმოქმედი, ქართულ-გერმანულ ეკონომიკურ-კულტურული ასოციაციის პრეზიდენტი ფრანკფურტში-ნინო ყამბეგაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ შავლეგო ტაბატაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერi ბენიამენ ფალავანდიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი ე. წ საზღვრისპირა სოფლებს ჯრიასა და პერევს ესტუმრნენ. ამ სოფლების მოსახლეობის დახმარება ქველმოქმედ ნინო კამბეგაშვილის იდეა იყო. მან ეს აქცია მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად განახორციელა. სოფლების ჯრიისა და პერევის სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სასკოლო ნივთები, ტკბილეული, ტანსაცმელი და მუსიკალური ნივთები გადაეცათ. ხოლო ამავე სოფლების მარტოხელა მოხუცებს-სურსათი და წნევის გასაზომი აპარატები. როგორც ქალბატონმა ნინო ყამბეგაშვილმა აღნიშნა, ასეთი აქციები კიდევ გაგრძელდება და ურთიერთთანამშრომლობით ბევრ სასიკეთო საქმეს ჩაეყრება საფუძველი.