დედის დღის აღნიშვნა საჩხერეში

#დედისდღე

#დედაძვირფასია

დედის დღის აღსანიშნავად საჩხერელი ქალბატონებისათვის კონცერტი გაიმართა და პოპულარული მომღერალი ლაშა ღლონტი წარსდგა მსმენელთა წინაშე. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ და საკრებულოს ჰუმანიტარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ  მარინა კაციტაძემ 7, 8 და 9 შვილიან დედებს საჩუქრები გადასცეს. ასევე დასაჩუქრდა საჩხერის მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ტყემალაძე, რომელმაც სულ ახალახან მსოფლიო წარმატებას მიაღწია -ინგლისურ ენაზე მოსაუბრეთა კონკურსზე მსოფლიოს 90 მასწავლებელს შორის მეორე ადგილი დაიკავა.  მსმენელი გულწრფელ აპლოდისმენტებით  ხვდებოდა საყვარელ მომღერალს, რომელმაც როგორც ძველი , ისე ახალი სიმღერები შეასრულა.